ნავიგაცია ელექტრომობილისთვის, საქართველოსთვის

დამტენები სტატუსით, ცოცხალი ტრაფიკი რეალური ჩასვლის დროით, ხმოვანი ნავიგაცია და შენი მანქანა 3D-ში. დაიწყე უფასოდ: 5 წუთი დღეში.

დამოუკიდებელი პროექტია და Tesla-ს ოფიციალურ სერვისს არ წარმოადგენს. მუშაობს Tesla-ს ბრაუზერშიც და ტელეფონზეც.

საით მიდიხარ? 34 წთ · 21 კმ+6 წთ ტრაფიკი

ყველაფერი, რაც გზაზე გჭირდება

ერთი ექაუნთი მანქანაშიც და ტელეფონზეც.

⚡დამტენები სტატუსით

თავისუფალი, დაკავებული, გათიშული. ფილტრი ბუდის ტიპით (CCS, Type 2, CHAdeMO, NACS) და უახლოესი დამტენი ერთი შეხებით.

🚦ცოცხალი ტრაფიკი

ჩანს გზის დატვირთულობა და ჩასვლის დრო ტრაფიკის გათვალისწინებით. მარშრუტის არჩევისას ხედავ ალტერნატივებს.

🧭ნავიგაცია ხმით

მოსახვევების მითითებები, სიჩქარე, გზის ლიმიტი და ავტომატური გადათვლა, თუ გზას გადაუხვევ.

🚗შენი მანქანა 3D-ში

გარაჟში ამატებ მანქანას, ფერს და ნომერს, ტრიალებ და ათვალიერებ.

🛠სერვისი

დაწერე პრობლემა, აირჩიე სახელოსნო და გაგზავნე მოთხოვნა ერთ გვერდზე.

📱ტელეფონის სიჩქარე

ტელეფონის GPS-ით ზუსტი სიჩქარე და მანძილი, ადგილს კი რუკას გადასცემს.

🔊ძრავის ხმა

V8, V6 ტურბო, Porsche, Ferrari, BMW და ელექტრო: ხმა სიჩქარეს მიჰყვება. მოუსმინე →

როგორ მუშაობს

სამი ნაბიჯი და რუკა შენია.

დარეგისტრირდი

ელფოსტა და პაროლი, ბარათი არ გჭირდება.

გამოიყენე რუკა

ყოველდღე გაქვს 5 წუთი უფასოდ. დრო ითვლება მხოლოდ მაშინ, როცა რუკა ღიაა.

გაზარდე ლიმიტი

დროის ამოწურვის შემდეგ გააქტიურე ულიმიტო პაკეტი ან დაელოდე ხვალინდელ დღეს.

ფასი

მარტივი: ან უფასო მინიმუმი ყოველდღე, ან ულიმიტო პაკეტი.

უფასო

0 ₾
  • 5 წუთი რუკაზე ყოველდღე
  • დღე იცვლება შუაღამისას (თბილისის დრო)
  • მიმდინარე ნავიგაცია გზაში არ წყდება
დაიწყე უფასოდ

ულიმიტო

5 ₾ / 30 დღე
  • რუკა დროის შეზღუდვის გარეშე
  • გადახდა საბანკო გადარიცხვით
  • ავტომატური გადასახადი არ არის, თავად ახანგრძლივებ
გააქტიურება

როგორ ვიხდი

ბარათის ნაცვლად ჩვეულებრივი საბანკო გადარიცხვა, ანგარიშში ნახავ ყველა რეკვიზიტს.

ნახე რეკვიზიტი

ანგარიშის გვერდზე ჩანს IBAN და შენი პირადი კოდი.

გადარიცხე

დანიშნულებაში ჩაწერე შენი კოდი, რომ გადახდა სწრაფად იპოვონ.

დააჭირე „გადმოვრიცხე“

ადმინისტრატორი ხელით ამოწმებს და გიააქტიურებს პაკეტს.

ხშირი კითხვები

რატომ მჭირდება რეგისტრაცია?

უფასო დროის დასათვლელად და იმისთვის, რომ შენი მანქანა, შენახული ადგილები და ტიკეტები ყველა მოწყობილობაზე გქონდეს.

როდის ახლდება უფასო დრო?

ყოველ დღე შუაღამისას, თბილისის დროით.

გზაში ნავიგაცია ხომ არ შეწყდება?

არა. თუ დრო ნავიგაციის დროს ამოიწურა, მიმდინარე მარშრუტს ასრულებ და დაბლოკვა მისი დასრულების შემდეგ ხდება.

რა მოხდება პაკეტის ვადის გასვლის შემდეგ?

ბრუნდები უფასო რეჟიმში, ანუ დღიურ ლიმიტზე. მონაცემები (მანქანა, ადგილები) ინახება.

ვინ ხედავს ჩემს მდებარეობას?

ტელეფონის გვერდიდან ინახება მხოლოდ ბოლო წერტილი შენს ექაუნთზე, რომ რუკამ გამოიყენოს. დეტალები კონფიდენციალურობის გვერდზეა.

ეს Tesla-ს ოფიციალური აპია?

არა. ეს დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც Tesla-ს ბრაუზერშიც მუშაობს.