← მთავარი

წესები და პირობები

ეს გვერდი აღწერს, როგორ მუშაობს სერვისი. სერვისის გამოყენებით ეთანხმები ქვემოთ მოცემულ პირობებს.

1. სერვისი

ქართული ნავიგაცია არის ვებ-სერვისი ელექტრომობილების მძღოლებისთვის: რუკა, დამტენები, მარშრუტი და ნავიგაცია, მანქანის გარაჟი და სერვისის მოთხოვნები. სერვისი დამოუკიდებელია და Tesla-ს ან სხვა მწარმოებლის ოფიციალურ პროდუქტს არ წარმოადგენს.

2. უფასო გამოყენება და ულიმიტო პაკეტი

რეგისტრირებულ მომხმარებელს ყოველდღე აქვს 5 წუთი უფასო დრო რუკაზე. დღე იცვლება შუაღამისას თბილისის დროით. ულიმიტო პაკეტი ღირს 5 ₾ და მოქმედებს 30 დღე. პაკეტი ავტომატურად არ გრძელდება.

3. გადახდა

გადახდა ხდება საბანკო გადარიცხვით ანგარიშის გვერდზე მითითებულ რეკვიზიტზე. გადარიცხვისას უნდა მიუთითო შენი პირადი კოდი. პაკეტი აქტიურდება მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი ხელით დაადასტურებს ჩარიცხვას. დადასტურების დრო შეიძლება განსხვავდებოდეს. თანხის დაბრუნების საკითხს განიხილავს მფლობელი კონტაქტზე მომართვისას.

4. გამოყენების წესები

აკრძალულია უფასო ლიმიტის გვერდის ავლა (მაგ. ბევრი ექაუნთის შექმნა ან ავტომატური სკრიპტები), სხვისი ექაუნთის გამოყენება და სერვისის ბოროტად გამოყენება. დარღვევისას ექაუნთი შეიძლება შეიზღუდოს.

5. ნავიგაციისა და მონაცემების სიზუსტე

რუკის, ტრაფიკის, ჩასვლის დროისა და დამტენების სტატუსის მონაცემები საინფორმაციოა და შეიძლება არ იყოს ზუსტი ან სრული. მართვისას უპირატესობა ყოველთვის გზის ნიშნებსა და საგზაო წესებს ენიჭება. მძღოლი სრულად პასუხისმგებელია უსაფრთხო მართვაზე.

6. ცვლილებები

ფასი, ლიმიტი და წესები შეიძლება შეიცვალოს. ცვლილება ძალაშია გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

მფლობელი: · კონტაქტი: