კონფიდენციალურობა
აქ წერია, რა მონაცემებს ვინახავთ და რისთვის.
რა მონაცემებს ვინახავთ
- ელფოსტა და პაროლი (პაროლი ინახება მხოლოდ დაშიფრული ჰეშის სახით).
- რასაც თავად შეიყვან: მანქანა (მოდელი, ნომერი, ფერი), შენახული ადგილები, სერვისის მოთხოვნები.
- ტელეფონის სიჩქარის გვერდიდან ინახება მხოლოდ ბოლო მდებარეობა, რომ რუკამ გამოიყენოს. მდებარეობის ისტორია არ ინახება.
- რუკის გამოყენების დღიური ხანგრძლივობა (უფასო ლიმიტის დასათვლელად).
- გადახდის მოთხოვნები (თარიღი, თანხა, შენი პირადი კოდი).
- მძღოლებისთვის: სახელი, ტელეფონი, მანქანისა და მართვის მოწმობის ნომრები, ანგარიშსწორების რეკვიზიტი (ბაზაში დაშიფრულია) და, სანამ ონლაინ ხარ, ბოლო მდებარეობა. მდებარეობის ისტორია არ ინახება.
მესამე მხარეები
რუკის, ძიებისა და მარშრუტის მონაცემებისთვის შენი ბრაუზერი უკავშირდება რუკის მომწოდებელს (Mapbox). ზოგიერთი შრიფტი და ბიბლიოთეკა იტვირთება გარე CDN-იდან. ამ სერვისებს შეუძლიათ ნახონ შენი IP მისამართი.
ქუქი
ვიყენებთ მხოლოდ სესიის ქუქის, რომ შესული დარჩე. სარეკლამო თვალთვალის ქუქი არ გვაქვს.
შენი უფლებები
შეგიძლია მოითხოვო შენი მონაცემების გასწორება ან ექაუნთის წაშლა კონტაქტზე მომართვით. მონაცემები ინახება ექაუნთის წაშლამდე.
მფლობელი: · კონტაქტი: